суббота, 7 мая 2011 г.

ბავშვები – ჩვენი მომავალი


1.პროექტის სახელწოდება: ბავშვები – ჩვენი მომავალი
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: ბავშვთა უფლებების დაცვა და პოპულარიზაცია ყველა მოქალაქის ვალდებულებაა.
3.პროექტის აქტუალობა: დღეისათვის დედამიწაზე მრავალი უფლებაშელახული ბავშვია.ამიტომაც დღითიდღე წინა პლანზე გადმოდის მთელი რიგი პრობლემებისა, რომლებიც მთელი კაცობრიობის მოსაგვარებელია.
4.პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია ზემოთ აღნიშნული თემის პოპულარიზაცია და ფართო საზოგადოების ჩართვა პრობლემების მოგვარებაში.
5.მონაწილეთა ასაკი: IX-XII კლასის მოსწავლეები.
6.ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება ბლოგი, სადაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს პრობლემის არსში ჩაწვდომას; მოსწავლეები იმუშავებენ დამოუკიდებლად და შეეცდებიან თავისი წვლილი შეიტანონ მისი გადაჭრის გზების ძიებაში.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნი, კალამი, კომპიუტერი.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები დაიყოფიან 2 ჯგუფად. პირველი ჯგუფი ინტერნეტის საშუალებით მოიძიებს ინფორმაციას ბავშვთა უფლებების დარღვევათა ფაქტების შესახებ მსოფლიოს მაშტაბით, ხოლო მეორე ჯგუფი იმუშავებს პრობლემის გადაჭრის გზების ძიებაზე.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაეცნობიან აქტუალურ თემას, გამოიმუშავებენ ახალ უნარ–ჩვევებს ი.ს.ტ.–ის გამოყენებით ინფორმაციის მოძიებაში და ჩაუფიქრდებიან საკუთარ როლს საზოგადოებაში, როგორც სოციალური ჯგუფის წარმომადგენელისა.
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ქარელის რაიონის სოფ.ატოცის საჯარო სკოლის პედაგოგი დიმიტრი ბირთველიშვილი
12.ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: ditob53@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:&nbsp;<a href="http://www.blogger.com/">http://www.blogger.com</a>&nbsp;&nbsp;/ &nbsp;dimitribirtvelishvili.blogspot.com</div>